საიმიგრაციო ვიზების გათამაშებაში მონაწილეობის უფლება აქვთ დაბალი საიმიგრაციო რეიტინგის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რადგან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 50 000-ზე ნაკლები იმიგრანტია ჩასული საქართველოდან.
განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს საშუალო ან მისი ტოლფასი განათლების ან აშშ შრომის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სამუშაო გამოცდილების მოთხოვნებს.
განათლება ან სამუშაო გამოცდილება: განმცხადებელს დამთავრებული უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლა ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის დამთავრების სერტიფიკატიც საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია – და რომელიც განისაზღვრება, როგორც 12 წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლების კურსის წარმატებით დასრულებით; ან ბოლო ხუთი წლიდან ორი წლის განმავლობაში უნდა მუშაობდეს ისეთი პროფესიით, რომელსაც სჭირდება მინიმუმ ორწლიანი ტრენინგის გავლა ან ორწლიანი სამუშაო სტაჟი. აშშ შრომის დეპარტამენტის “O*Net OnLine” მონაცემთა ბაზის მეშვეობით შეგიძლიათ საკვალიფიკაციო სამუშაო სტაჟის დადგენა.
ოფიციალური ვებ გვერდი
სტატუსის შემოწმება განმცხადებლებს მხოლოდ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ შეამოწმონ მოგების სტატუსი, განაცხადის რეგისტრაციის დასტურის ნომრის, გვარის და დაბადების წლის მითითებით მისამართზე: https://dvprogram.state.gov
სტატუსის შემოწმება შესაძლებელია 3 მაისიდან. რეკომენდირებულია განმეორებითი შემოწმება 1 წლის განმავლობაში (არსებობს დამატებითი სიებიც).